ავტორი:

"სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე პენიტენციური სამსახურის უარი ნიშნავს აღიარებას, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა -მის სახეს მალავენ... " - ნუგზარ წიკლაური

"სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე პენიტენციური სამსახურის უარი ნიშნავს აღიარებას, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა -მის სახეს მალავენ... " - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქმა ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სახე ახლა ყველაზე მეტყველი საბუთია იმისა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და მას ამიტომ "მალავენ“.

"ეს ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ მათ აქვთ დანაშაული ჩადენილი. მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა და ქართული საზოგადოებისთვის ვიზუალურად მისი ნახვა ნიშნავს იმას, რომ მთელი ქართული საზოგადოება გაიგებს, რა დანაშაულია ჩადენილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ამიტომ მალავენ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახეს, იმიტომ რომ ეს იქნება ნამდვილი ვერდიქტი ამ ხელისუფლებისათვის, მათი ჯალათური საქმიანობის, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილის სახე ახლა არის ყველაზე მეტყველი საბუთი, ყველაზე მეტყველი სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. ეს არის უპატიებელი დანაშაული და ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმებისათვის, სადაც ადამიანის უფლებებს არავითარი ფასი არ აქვს და სადაც პირიქით, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა ხელისუფლების ერთგვარ ღირსებადაც ითვლება,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.