ავტორი:

"არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემ შვილს... როცა გვჭირდებოდა მხარში დგომა, მაშინ არაფერი გააკეთეთ" - რა მიმართვას ავრცელებს მარიამ ბიგვავას დედა?

"არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემ შვილს... როცა გვჭირდებოდა მხარში დგომა, მაშინ არაფერი გააკეთეთ" - რა მიმართვას ავრცელებს მარიამ ბიგვავას დედა?

12 დეკემბერს, სომხეთში ჩატარებულ „საბავშვო ევროვიზია 2022-ზე“, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა. მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში მარიამის გამოსვლის კადრები გავრცელდა, საზოგადოების ნაწილმა გოგონას ჩაცმულობა დაუწუნა.

თეა დარახველიძე პატარა კონკურსანტის დედაა და სწორედ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. სადაც აღნიშნავს, რომ მაყურებლების ნაწილმა კოსტიუმები ვერ აღიქვეს...

- არ მჩვევია აგრესიული პოსტები და ზოგადად ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო, მაგრამ ახლა რომ არ დავწერო არ შემიძლია, ისეთი პოსტი ვნახე და ისეთ ხასიათზე დავდექი... არ გაბედოთ, არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემ შვილს, მარიამ ბიგვავას და ყველა იმ ადამიანს და მათ ნამუშევარს, ვინც დღე და ღამე გაასწორა, იმისთვის რომ ღირსეული წარმომადგენელი ჰყოლოდა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე.

როცა გვჭირდებოდა მხარში დგომა, ვინც მაშინ არაფერი გააკეთეთ, როგორ ბედავთ და ხმას იღებთ, ბოლოს სპექტაკლზე როდის იყავით, ბოლოს წიგნი როდის გადაშალეთ, რა გაგიკეთებიათ ღირებული ქვეყნისთვის ვედროები და „გარშოკები“ რომ გელანდებათ, მაგის იქით თქვენი გონება ვერ წვდება, ეს თქვენ განათლებაზე მეტყველებს.

მასონებიო, ლგბტ-ო, ვაი, ვაიიი, ძალინ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ალბათ რუსთაველიც მასონი იყო ხომ? გულზე სწორედ მისი სიტყვებია ამოქარგული ,,გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად". ხალხო! ეს არის თანამედროვე, სტილიზებული სამოსი: მოცეკვავე გოგონების კაბები სუფთა ფურცლებია სიმბოლო, მსოფლიო მშვიდობის ისტორიის დასაწერად.

ქუდ-ჩიხტები ჩვენი დროშის ფერებით, საქართველოს ძლიერი ქალი მეფის - თამარის თავსაბურავიდან ინსპირირებული. მარიამის სამოსზე წითელი წრე მზეა - სითბოს და სიცოცხლის საწყისი. მხრებზე სამოსის მოყვანილობა, ასევე თამარ მეფის სამოსის მოყვანილობისაა.

აზრზე მოდით, საგანგებოდ შექმნილ, ფაქტობრივად თეატრალურ კოსტიუმს, რომლის მსგავსი არ ყოფილა არცერთ ევროვიზიაზე, ტალახს ესვრით, რის გამო? მის შინაარსს რომ ვერ გებულობთ ამიტომ. უცხოელები უფრო მიხვდენენ, რომ ეს შექმნილი იყო ტრადიციული სამოსის შთაგონებით, თქვენ კი ზოგიერთნი რა შეთქმულების თეორიას განიხილავთ? თითოეული დეტალი, მართლაც რომ ქართულის სიყვარულით არის შექმნილი. აზრზე მოდით მადლობა ამ ნომრის შემქმნელებს...

ნახეთ მარიამ ბიგვავას გამოსვლა