ავტორი:

"ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა" - ლეო მესის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

"ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა" - ლეო მესის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

მუნდიალი 2022 დასრულდა. ლიონელ მესი და არგენტინა დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები.

ლეო მესის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ.

"ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა, დარწმუნებული ვიყავი. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა.

ეს უდიდესი ოცნება დიდი ხანია მაქვს, მინდოდა, კარიერა მსოფლიო ჩემპიონობით დამესრულებინა.

სანაკრებო კარიერას ჯერ არ ვასრულებ. მინდა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაში გავაგრძელო", - აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პირველად ეს ტუტული არგენტინელმა გენიოსმა 2014 მოიპოვა.