ავტორი:

ანუკი არეშიძის ოქროსფერი, მბრწყინავი "ოცნების კაბა", რომელიც არ იყიდება - დიზაინერის სადღესასწაულო სამოსი საახალწლო ტრენდია (ფოტოები)

ანუკი არეშიძის ოქროსფერი, მბრწყინავი "ოცნების კაბა", რომელიც არ იყიდება - დიზაინერის სადღესასწაულო სამოსი საახალწლო ტრენდია (ფოტოები)

ახალ წელს ყველა ცდილობს განსაკუთრებული დღე აჩუქოს საკუთარ თავს, მეგობრებს, ახლობლებს. ეს წვეულებების, ლამაზი სამოსის, ბედნიერი წუთების პერიოდია. ქუჩებში, მაღაზიებში უკვე იგრძნობა წინასაახალწლო ფუსფუსი და ქაოსი.

ინტერესდებიან იმით, თუ როგორი სტილის სამოსით უნდა შეხვდეთ ახალ წელს. დიზაინერებისა და პოპულარული ადამიანების წინასაახალწლო გარდერობს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ტრენდულია ბრჭყვიალა და მბრწყინავი სამოსი. მთავარი იდეა ისაა, რომ იბრწყინოთ და ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდეთ.

  • ქართველ პოპულარულ ადამიანებს შორის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დიზაინერ ანუკი არეშიძის სამოსი. ანუკის სტილი ხშირად მკვიდრდება მოდად.

თუ დიზაინერის "ინსტაგრამის" გვერდს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ წელს მისი გარდერობიდან განსაკუთრებით რეზონანსული ოქროსფერი, მბრწყინავი სადღესასწაულო კაბაა.

დიზაინერის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. რამდენიმე საათში უკვე ათასობით მოწონება და კომენტარი ჰქონდა და ადამიანებმა მას "ოცნების კაბა“ შეარქვეს.

კაბა ANOUKI-ის მოდის სახლმა სპეციალურად ანუკი არეშიძისთვის შეკერა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ეს მოდელი ჯერჯერობით გაყიდვაში არ აქვთ.

"აი, მესმის კაბა, ამშვენებთ.“

"ეს ნამდვილად ოცნების კაბაა.“

"ჯადოსნურად ლამაზია“, - წერენ კომენტარებში.