ავტორი:

"ვირუპროტექტის"  2 შესხურება ხალხმრავალ გარემოში შესვლამდე ვირუსებისა და პრევენციისთვის  ძალიან ეფექტურია

"ვირუპროტექტის"  2 შესხურება ხალხმრავალ გარემოში შესვლამდე ვირუსებისა და პრევენციისთვის  ძალიან ეფექტურია

ყველგან, ხალხმრავალ ადგილებში, გაციებისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის ჯიბეში, პირბადესთან ერთად, უნდა გვქონდეს "ვირუპროტექტი“, როგორც თავდაცვის უმნიშვნელოვანესი საშუალება.

ვირუსული ინფექციების სეზონზე აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან, რათა ახალ წელს ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები შევხვდეთ ჯანმრთელები. ამ თემაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, გასტროენრეტოლოგი, ქ-ნი მაია ზალდასტანიშვილი:

- შემოდგომის ბოლო დეკადა-გაზაფხულის დასაწყისამდე -ითვლება ვირუსების პერიოდად. ამ დროს, როგორც წესი, რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებლები ყოველთვის მაღალია. წინა 3 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის გამო სხვა ვირუსული ინფექციები პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო და მხოლოდ ეპიზოდურად გვხდებოდა. დღეისათვის განსხვავებული სურათი გვაქვს და,შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ვირუსი აქტიურად გვიტევს.სეზონური ვირუსული ინფექციების აქტივაცია დაიწყო რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსებით, შემდეგ დაემატა ადამიანის სხვა კორონავირუსები, რინოვირუსები და,დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტად სჭარბობს გრიპის ვირუსები. მხოლოდ ნოემბრის თვეში რეგისტრირებულია გრიპის 35225 შემთხვევა,რომელთა შორისაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი - გრიპის A ტიპის ვირუსი სჭარბობს.ის სერიოზული გართულებებითა და არასასიამოვნო შედეგით გამოირჩევა,თუმცა გაცილებით მაღალია ზოგადად გაციებისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების მაჩვენებლები.

- რა პროცესებთან არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელება და როგორ შეიჭრება ვირუსი ორგანიზმში?

- ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო ადამიანია, ანუ ადამიანი თავად ქმნის სხვა ადამიანების დაინფიცირების მაღალ რისკს. ვირუსი ძალიან სწრაფად და ადვილად ვრცელდება დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში კი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.როდესაც ინფიცირებული ადამიანი ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, იგი ცემინებისას ან ხველის დროს გარემოში "გამოაფრქვევს“ ვირუსებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ინფიცირების მიზეზი ხდება.ნებისმიერი ინფექციური პროცესის განვითარებისთვის არსებობს სამი ფაქტორი: პირველი, თავად პათოგენი ანუ ვირუსი, რომელიც აზიანებს ორგანიზმს, მეორე - მიმღები ანუ ადამიანი და მესამე -მათი ანუ ვირუსისა და ადამიანის ურთიერთკავშირი - შეჭრის გზა. იმისათვის, რომ ვირუსმა ინფექცია გამოიწვიოს, ის უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში იჭრება ცხვირის,პირის ღრუსა და მათი ლორწოვანის საშუალებით.მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩვენს ზედა სასუნთქ გზებში შეიჭრება, ის აზიანებს ლორწოვანს, იჭრება უჯრედში და იწყება პროცესი, რომელსაც "ვირემიას“ ანუ ვირუსის გამრავლებას ვუწოდებთ, სწორედ ამ დროს დგება დაავადება - ვირუსული ინფექცია. დაინფიცირებიდან დაახლოებით 2-3 დღეში ვლინდება სიმპტომები: ყელის ტკივილი,ცემინება,სურდო,ცხელება და სხვა. დაავადებული ადამიანი ინფექციის წყაროა სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, რადგან რთულია იმის გარკვევა, ჩვენ ირგვლივ ვის აქვს უკვე ვირუსული ინფექცია, პრევენცია და დაცვა უმნიშვნელოვანესია.

- ქ-ნო მაია, რა ზომებს უნდა მივმართოთ, რომ თავიდან ავირიდოთ გაციება, გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები?

- ადამიანებს თანაცხოვრების გამო მუდმივად გვიწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია და კონტაქტი, მით უფრო ახლა, წინასაახალწლო პერიოდში, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სავაჭრო ცენტრებით, სუპერმარკეტებით. შესაბამისად, პრევენციული ზომების მიღება უმნიშვნელოვანესია. გრიპთან მიმართებით პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი აცრაა, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ასევე ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება ისევ აქტუალურია.რა თქმა უნდა,მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. გაციებისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მართვის მხრივ, მინდა, აღვნიშნო სიახლე, რომელიც დღეს საქართველოში გამოჩნდა - ორალური სპრეი "ვირუპროტექტის“ სახელწოდებით. მას საკმაოდ ამბიციური განაცხადი აქვს - მოქმედებს 5 ტიპის ყველაზე გავრცელებულ და პრობლემურ ვირუსზე: გრიპის ვირუსებზე, რინოვირუსებზე, ადენოვირუსებზე, რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსებსა და ადამიანის კორონავირუსებზე.

- ძალიან საინტერესოა, ქ-ნო მაია, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ? როგორ მოქმედებს "ვირუსპორტექტი“ და როგორია მისი ეფეტურობა?

- "ვირუპროტექტის“ შესახებ წლების წინ სამედიცინო კონფერენციებიდან შევიტყვე, თუმცა მაშინ ჩვენთან ის ხელმისაწვდომი არ იყო. შემიძლია, გითხრათ, რომ "ვირუპროტექტი“ დროში გამოცდილი, მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული და აღიარებული ბრენდია, რომელსაც სანდო, ევროპული ფარმაცევტული კომპანია ,,Enzymatica”აწარმოებს. მრავალი სხვადასხვა დიზაინის კლინიკოლაბორატორული კვლევა მოწმობს გაციებისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პრევენციასა და მართვაში "ვირუპროტექტის“ ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ მე მიმაჩნია,რომ ის საკმაოდ საიმედო და ეფექტურია. "ვირუპროტექტის“ შემადგენლობა ძალიან ორიგინალურია, შეიცავს გლიცერინის და ტრიფსინის კომბინაციას, რაც აძლევს მას საშუალებას,მექანიკურად დაიცვას სასუნთქი გზების ლორწოვანი დაზიანებისაგან. "ვირუპროტექტი“ მოქმედებს ადგილობრივად,კერძოდ,ცხვირისა და პირის ღრუში ქმნის ბარიერს ორგანიზმში შეჭრილი ვირუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, გვიცავს ვირუსისგან, ეწინააღმდეგება მას და ხელს უშლის შეჭრილი ვირუსის გამრავლებას - ანუ ვირემიას, აქედან გამომდინარე,მას ახასიათებს როგორც საპროფილაქტიკო, ასევე სამკურნალო თვისება.

- ქ-ნო მაია, ანუ შეგვიძლია,"ვირუპროტექტი“ გამოვიყენოთ მაშინ, როცა გვინდა ვირუსებისაგან დაცვა და მაშინაც, როცა ავად ვართ? უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როდის და ვისთვის არის რეკომენდებული "ვირუპროტექტის“ გამოყენება?

- ქ-ნი მაია: დიახ, როდესაც გაციების, გრიპისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციებისაგან პრევენციაზე ვსაუბრობთ, მით უფრო იმ პირებს, რომელთაც გართულებების რისკს აქვთ: ბავშვებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ვფიქრობ,რომ მათ აუცილებლად, ყველგან,სადაც ხალხმრავალი ადგილებია, ჯიბეში, პირბადესთან ერთად უნდა ჰქონდეთ "ვირუპორტექტი“, რომელიც 4 წლიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თავდაცვის საშუალება და როცა მოხვდებიან დახურულ სივრცეში, შესვლამდე და გამოსვლისას 2- ჯერ შეიშხურონ "ვირუპროტექტის“,რაც პრევენციის ძალიან საიმედო გზაა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პრევენციისთვის არის ეფექტური "ვირუპროტექტი“,ჩემი დაკვირვებითაც და კვლევებზე დაყრდნობითაც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გაციებისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გამოვლენისთანავე ორალური სპრეის გამოყენებით ავადმყოფი 2- ჯერ უფრო მალე გამოჯანმრთელდება,ვიდრე ჩვეულებრივ,რაც განპირობებულია "ვირუპროტექტის“ უნარით, 90%-ით შეაფერხოს ვირემიის პროცესი. ამასთანავე, გამოყენებისთანავე ხსნის შემაწუხებელ ჩივილებს:ყელის ტკივილს, შეშუპებას, სურდოსა და სხვა სიმპტომებს, ამცირებს ინტოქსიკაციის მოვლენებს, რაც საერთო ჯამში აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხს.

არსებული სამეცნიერო და პრაქტკული გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინები მაქვს "ვირუპროტექტთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჯანდაცვის წარმომადგენლები და საზოგადოება მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების პრევენციისა და მართვის რუტინაში აქტიურად გამოიყენებს "ვირუპროტექტს“, მისი დახმარებით შევძლებთ, ქვეყანაში ეპიდვითარებისა და ჯანდაცვაზე რესპირატორული ავადობის ტვირთის შემსუბუქებას.

R