ავტორი:

"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი

"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი

"გააჩერეთ ომი, გემუდარებით!“ - ამ შინაარსის ვიდეომიმართვა ცნობილმა ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, აშშ-დან გაავრცელა. ის ამავე ვიდეოში ჰყვებოდა თავის კიეველ მეგობარ მუსიკოსზე, რომელიც ბომბებს თავშესაფარში ემალებოდა... ლაიმა ვაიკულე ომის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინის მხარდამჭერია. ივლისში, კონცერტზე, ის სცენაზე უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშით გავიდა...

"რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და წერტილი, აქ არანაირი გამართლების მოძებნა არ შეიძლება. ლაპარაკობენ, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიანო, საკუთარ თავს ჰკითხეთ, - რატომ? რატომ იღუპებიან ისინი? რას აკეთებენ ისინი უკრაინაში? თუ არ გინდათ, რომ ისინი იღუპებოდნენ, წადით! წადით, თქვენ არავინ გელით! თქვენ არავის უნდიხართ! იძახიან, უკრაინაში რუსების დასაცავად წავედითო და ამიტომ ბომბავთ ხარკოვს?", - წერდა მომღერალი...

ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ლაიმა ვაიკულე საქართველოზეც უსაზღვროდ არის შეყვარებული და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც საქართველოს ბედს მწვავედ განიცდიდა... ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი გვიამბობს...

- იურმალას კონკურსზე ვიმყოფებოდი და ერთმანეთი იქ გავიცანით, ძალიან დავახლოვდით და ლაიმა ვაიკულე შემდეგ საქართველოში რამდენჯერმე მოვიწვიე. აქ ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. გარკვეული პერიოდი, იგი ბათუმში ცხოვრობდა და ბათუმის "ინტურისტში“ მღეროდა.

- 2008 წელს გამოხატა თავისი პოზიცია?

- ლაიმა ვაიკულეს დამოკიდებულება და სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ არასოდეს განელებულა... 2008 წელს მანაც, ისევე, როგორც ალა პუგაჩოვამ, თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა. ეს ორი ქალბატონი ისედაც მეგობრები არიან და ყოველთვის იქ დგანან, სადაც სიმართლეა! მათი სიყვარული საქართველოს მიმართ იმდენად დიდია, სულ კითხულობენ, ჩვენს თავს რა ხდება...

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ლაიმა ვაიკულეს ამ სიყვარულისთვის, რასაც სულ იჩენს ჩვენ მიმართ. საქართველოში ყოფნის დროს, უდიდესი სურვილი ჰქონდა საქართველოს პატრიარქს შეხვედროდა და შეხვდა კიდეც... იმ ურთიერთობებზე, იმ სიყვარულზე ისაუბრეს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

- პატრიარქთან შეხვედრა თქვენ მოუწყვეთ?

- დიახ... დაახლოებით ორი საათი ისხდნენ და საუბრობდნენ, როცა შეხვედრა სულ ოცი წუთით იყო დაგეგმილი.. ლაიმამ მთხოვა, მე მსურს ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დიდია ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი და ამას ყველაზე კარგად უწმინდესი გამიგებს, მიხვდება, მე რომ გულწრფელი ვარო... გააგრძელეთ კითხვა