ავტორი:

მესის არგენტინის ეროვნულ ვალუტაზე გამოსახავენ

მესის არგენტინის ეროვნულ ვალუტაზე გამოსახავენ

არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი განიხილავს ვარიანტებს, თუ რა სახით დაატანოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებზე საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის გამოსახულება. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი, El Financiero ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ გზით არგენტინაში სურთ, „უკვდავყონ“ ეროვნული ნაკრების გამარჯვება 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში გაიმართა.

არგენტინის ბანკის წინადადებით, მესის გამოსახლება 1000 პესოს კუპიურზე უნდა დაიბეჭდოს, რაც უკავშირდება იმას, რომ ამ ბანკნოტების ნომინალი მესის საფეხბურთო მაისურის ნომერ 10-ით იწყება. უკანა მხარეს იგეგმება წარწერა „La Scaloneta“-ის დატანება, რაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელის, ლიონელ სკალონის მეტსახელია.

El Financiero წერს, რომ მანამდე არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე მოვლენას სამახსოვრო მონეტები მიუძღვნა, როგორიც არის 1978 წელს საფეხბურთო ნაკრების მიერ პირველი მსოფლიო თასის მოგება, სახელმწიფოებრიობის 200 წლისთავი და არგენტინის პირველი ლედის, ევა პერონის გარდაცვალების 50 წლის იუბილე. განაგრძეთ კითხვა