ავტორი:

რემონტისას დაშვებული 5 შეცდომა, რომელიც შეუძლებელია გაიმეოროთ

რემონტისას დაშვებული 5 შეცდომა, რომელიც შეუძლებელია გაიმეოროთ

რემონტისას დაშვებული ყველაზე მძიმე ან სასაცილო რა შეცდომა გინახავთ? ჩემს მაგალითს გაგიზიარებთ - ხელოსნებმა მეტალპლასტმასის ფანჯრები ჯერ რაფების გარეშე დამიმზადეს და სანამ სახლამდე მივაღწევდი, პატივი მცეს და დამიმონტაჟეს კიდეც, თუმცა ინტერნეტში ამაზე „მძიმე“ და სასაცილო შეცდომებს წააწყდებით, რომელთა გამეორებაც ჩემი კარ-ფანჯრების ხელოსნებსაც კი გაუჭირდებოდათ.

საახალწლო განყობის შესაქმნელად, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ციტადელთან“ ერთად, გაგიზიარებთ 5 სახალისო შეცდომას და შესაბამის რჩევას, რომ ეს ყველაფერი თქვენც არ დაგემართოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტისას:

იქნებ ეს სახლის პატრონის იდეა იყო და ხელოსნები არაფერ შუაში არიან? რას გაიგებ...

თუ ცენტრალური გათბობის მონტაჟი გადაწყვიტეთ, თავდაპირველად გაითვალისწინეთ, რა თბოდანაკარგები აქვს თქვენს ბინას, ფართს თუ ოთახს. თუ ბინა სწორად არის დაპროექტებული და რადიატორებიც ფართობის შესაბამისად სწორად გადანაწილებული, გათბობის ქვაბს მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა აღარ დასჭირდება. თუ ხვდებით, რომ რადიატორები თქვენს სახლს საკმარისად არ ათბობს, ესე იგი, მათ რაოდენობაში ან მონტაჟის ადგილებშია შეცდომა დაშვებული.

მთავარია, სახლის პატრონმა მკაცრი დიეტა დაიცვას

კარის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რა დატვირთვა მოდის მასზე და როგორია ინტერიერის დიზაინი. თუ ყურადღება უფრო სხვა დეტალებზეა გადატანილი, იქნება ეს კედლებისა თუ ავეჯის ფერი, მაშინ სჯობს კარის უფრო ნეიტრალური ტონები შევარჩიოთ, თუ უფრო სადა ინტერიერს მივმართეთ, მაშინ შეგვიძლია, კარს გავახალისებინოთ გარემო.

„ციტადელის“ სპეციალისტები გვირჩევენ MDF-ის კარს, რომლის მთავარი უპირატესობებია სიმტკიცე და ნესტის მიმართ გამძლეობა.

თქვენი ინტერიერისთვის შესაბამის კარს, რაც მთავარია, სწორი ზომებით „ციტადელის“ გამოცდილი კონსულტანტები შეგარჩევინებენ.

მეტი სინათლე ჩვენს ფანჯრებში

იმისათვის, რომ ჭერში ასეთი ქაოსი არ შეიქმნას, სჯობს სპეციალისტს ვკითხოთ, როგორ გავანაწილოთ ნათურები ისე, რომ ოთახის ყველა კუთხე ერთნაირად განათდეს. ყველა ოთახს განათების შერჩევა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე სჭირდება. თუ ოთახის ფართი დიდია, მაშინ განათება შეიძლება დაიყოს ზონებად. თუ მცირე ფართთან გვაქვს საქმე, მაშინ ერთი ჭაღი ან რამდენიმე, სწორად განაწილებული ნათურაც საკმარისი შეიძლება იყოს. რაც მთავარია, რემონტისას ელექტროკაბელები სწორად უნდა იყოს გაყვანილი, რათა ნათურები სიმეტრიულად და სწორად დამაგრდეს.

თან საქმე, თან კომუნალურების ეკონომია

სანამ ხელოსანი ელექტრობის გაყვანას დაიწყებს, კარგად დაფიქრდით, სად გსურთ ჩამრთველების განლაგება და რომელ წერტილში რა სახის ავეჯი უნდა დაიდგას. ხშირად ისე ხდება, რომ რემონტის დასრულების შემდეგ ჩამრთველები/როზეტები არათუ არასწორ კუთხეებშია დამონტაჟებული, არამედ საკმარისიც არ არის ხოლმე. „ციტადელის“ კონსულტანტების რჩევა იქნება, რომ იმაზე ერთით მეტი როზეტი დაამონტაჟოთ, ვიდრე გათვალისწინებული გქონდათ.

როცა ხელოსანს ერთადერთი რაღაც ევალებოდა, მაგრამ ეს ხელოვნების ნიმუში დაგახვედრა

ამ ჩვენთვის სასაცილო, სახლის პატრონისთვის კი სატირალ შეცდომასა და არაპროფესიონალიზმს რომ თავი დავანებოთ, ციტადელის სპეციალისტები გვაძლევენ რჩევებს, როგორ შევარჩიოთ ლამინატი სწორად, შემდეგ კი ჯერი ხელოსანზეა. ლამინატის მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია კლასი და სისქე. მისი დაგებისას აღნიშნული მახასიათებლების გათვალისწინება აუცილებელია, რათა იატაკმა არ დაკარგოს ფორმა, არ დანესტიანდეს და მალე არ გაგვიხდეს შესაცვლელი, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ციტადელში“ განმარტავენ, რომ უსწორმასწორო ზედაპირზე ლამინირებული იატაკის დაგება მისი ჩამკეტების მტვრევას იწვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია, დაგების პროცესამდე ყველაფერი წესების მიხედვით მომზადდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია იატაკის დატვირთვა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც.

რემონტის პროცესისა და მასალების შესახებ სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის მიმართეთ ციტადელის პროფესიონალთა გუნდს.