ავტორი:

"თსუ-ის დაცვის უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს" - დაპირისპირება უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით (ვიდეო)

"თსუ-ის დაცვის უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს" - დაპირისპირება უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, ხმაური იყო. "მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში, საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებასა და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს "მაისის სტუდენტური მოძრაობა“ "ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

"თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს.

"მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107-ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ ხვალ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

  • ცნობისთვის: ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს! შემოგვიერთდით!“,- წერს სტუდენტური მოძრაობა.