ავტორი:

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პალატა გაჩხრიკეს

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პალატა გაჩხრიკეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის პალატაში 26 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა. ხერხეულიძის თქმით, მას თავად სააკაშვილმა სთხოვა, მედიისთვის ამის შესახებ ეცნობებინა.

"ჩატარდა ჩხრეკა, შედგა ოქმი. სააკაშვილმა მთხოვა მედიისთვის მეცნობებინა, რომ ოთახის აღწერა მოხდა. რა არის ამოღებული, არ ვიცი, მაგრამ ჩხრეკა ჩატარდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამასთან დაკავშირებით არავის პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ რას ემსახურება ახლა, პერიოდის ამ მონაკვეთში მიღებული გამკაცრებული ზომები, ეს, რა თქმა უნდა, არ ვიცი. მე პირადადაც ეკიპირებული შევედი, ისე, როგორც შედიან საგანგებო ვითარების დროს“, - უთხრა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს.