ავტორი:

"საოცარი გოგოა... ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა" - ინგა გრიგოლია ბებია გახდა

"საოცარი გოგოა... ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა" - ინგა გრიგოლია ბებია გახდა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ბებია გახდა. ინგას შვილს, მარიამ გრიგოლიას გოგონა შეეძინა. ახალშობილს სახელად ნინია დაარქვეს.

"ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, მარიამ გრიგოლია 2017 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.