ავტორი:

რას აცხადებს ინტელექტ-კლუბი "რა, სად, როდის" ყოფილი თანაგუნდელის თაობაზე, რომლის პოსტმაც ლიზა ქისტაურის შესახებ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია

რას აცხადებს ინტელექტ-კლუბი "რა, სად, როდის" ყოფილი თანაგუნდელის თაობაზე, რომლის პოსტმაც ლიზა ქისტაურის შესახებ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ ბელგიაში ქართველი ტრანსგენდრი ქალი ლიზა ქისტაური გარდაიცვალა, რასაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. "ფეისბუქის" მომხმარებელმა ანდრო სოლოღაშვილმა, რომელიც საზოგადოებას ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშიდან "რა, სად, როდის" ახსოვდა, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჰომოფობიური, სექსისტური პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტი, რომელიც გაჯერებული იყო ცინიზმითა და სიძულვილის ენით, გუშინ სოციალური ქსელების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემაად იქცა. ფეისბუქ-მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა აღშფოთება ვერ დამალა და სოლოღაშვილის მიმართ სალანძღავი კომენტარები არ დაიშურა. მოგვიანებით სოლოღაშვილა პოსტი წაშალა.

"რა, სად, როდის" შემოქმედებითი ჯგუფი ამ ამბავს გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი "მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება.

"ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში "რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია. გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი "მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან "რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია. აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს..." - ნათქვამია განცხადებაში.

"იმ ქისტაურზე რა გაირკვა ბოლო-ბოლო. შემიძლია მივულოცო, რომ როგორ იცხოვრა კი არ ვიცი და თავს ვინად თვლიდა, ალბათ არც მაგას არ დავეთანხმებოდი, მაგრამ სიკვდილით, კი ბატონო, ყველას რომ დაუმტკიცა და ნამდვილი ქალივით რომ მოკვდა. კაცს, როგორც წესი, ვერ ხელეწიფება ხოლმე პარტნიორის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ თავი გაარასხოდებინოს, ნამდვილად ქალების პრეროგატივაა.

პ.ს. იმედია ნამდვილი ამბავია და მაგას მხედრული რა შუაშია და მდედრული პატივით დაკრძალავენ და მე კიდევ ცხოვრებაში პირველად მომეცემა საშუალება ე.წ. “ტრანსგენდერ ქალს” ქალი აწი ბრჭყალების გარეშე ვუწოდო ხოლმე" - წერდა სოლოღაშვილი პოსტში.

ასევე იხილეთ: