ავტორი:

ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, "გია თბილისკი" და "თენგულაშ სუხუმსკი" ერთ დღეს გარდაიცვალნენ

ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, "გია თბილისკი" და "თენგულაშ სუხუმსკი" ერთ დღეს გარდაიცვალნენ

"პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" ერთ დღეს გარდაიცვალა. "როდესაც ცაზე სავსე მთვარე იყო, ორმა ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" ჩვენი სამყარო დატოვა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ზუსტად 20 წელი იყო“, - ვკითხულობთ ვებგვერდზე, სადაც ძირითადად, კრიმინალური სამყაროს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს ავრცელებენ.

"თავდაპირველად, ამბავი მოვიდა თურქეთიდან, სადაც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გია გიორგაძე, იგივე "გია ტბილისკი." მისი ქურდული დინასტია 2019 წელს უმცროსი ვაჟის, ჯემოს სიკვდილით დასრულდა. 1961 წელს დაბადებულმა გიამ ზუსტად 61 წელი იცხოვრა.

მეორე გარდაცვლილი "კანონიერი ქურდი" თენგიზ ლაკერბაიაა, იგივე "თენგულაშ სუხუმსკი." ახალგაზრდა გუშინ სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფილტვების ანთებით დაიღუპა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ლაკერბაია,10 წლის წინ, ჯანგველაძეების სოხუმის კლანის მიერ "მოინათლა“, თუმცა ამ წლების განმავლობაში ის უპირისპირდებოდა ადგილობრივ ქურდულ სამყაროს, რომლლის წარმომადგენლებიც მის ავტორიტეტს არ სცნობდნენ.

გუდაუთელი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას ორმაგი მკვლელობის საქმეზე თენგულაში გამოძიებისთვის მთავარი ეჭვმიტანილი იყო.