ავტორი:

ცხინვალში ძლიერი ხანძრის შედეგად შენობა ჩამოინგრა: 3 დაშავებული - დედა და ორი მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს: ნანგრევებში ნაპოვნია ერთი ცხედარი

ცხინვალში ძლიერი ხანძრის შედეგად შენობა ჩამოინგრა: 3 დაშავებული - დედა და ორი მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს: ნანგრევებში ნაპოვნია ერთი ცხედარი

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ცხინვალში 10 იანვარს კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანი "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით თბილისში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული.

სააგენტო "რესის“ თანახმად, დაშავებული არიან დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. "სხვადასხვა სახის დაზიანებებით ისინი თავდაპირველად ცხინვალის კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი მკურნალობის მიზნით რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაგზავნეს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ცხინვალში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

"დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ მეუღლეები, მათი ორი შვილი და მამაკაცის და“, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსმა მორიგემ აცამაზ ბიტიევმა განაცხადა.