ავტორი:

"პარტიას არ დავტოვებ... როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში" - კობა ნაყოფია

"პარტიას არ დავტოვებ... როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში" - კობა ნაყოფია

მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ მე პარტიას არ დავტოვებ. მაგის იმედი ნურავის აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"რაც შეეხება ჩემს თანამდებობას - პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”,- განაცხადა ნაყოფიამ.

ნაყოფია არ ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად დაიშლება.

"არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, - განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ასევე იხილეთ: