ავტორი:

რა მოხდა ლურჯ მატარებელში? -  გამოიცანი, ვინ მოკლა რუთი

რა მოხდა ლურჯ მატარებელში? -  გამოიცანი, ვინ მოკლა რუთი

აგათა კრისტი, დეტექტივების ნამდვილი დედოფალია. მისი წიგნების კითხვისას ძალიან ცოტას თუ გამოსდის, გამოიცნოს, თუ ვინაა მკვლელი. მრავალფეროვანი პერსონაჟები, რომლებიც შესაძლო ეჭვმიტანილები ხდებიან, ბურუსით მოცული მკვლელობები და იდუმალი ატმოსფერო ნამდვილად ძალიან დამაბნეველია. აგათას რომანებში დამალული საიდუმლოს ამოხსნა, დეტექტივების მოყვარულებისთვისაც კი საკმაოდ რთულია.

გიყვართ ჩახლართული ამბები? გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა დეტექტიური უნარები? შეძლებთ, გამოიცნოთ, ვინაა მთავარი დამნაშავე?

თუ აგათა კრისტის „ლურჯი მატარებლის საიდუმლოება“ ჯერ არ წაგიკითხავთ, შეამოწმეთ თქვენი ინტუიცია.

მაშ, ასე! ყურადღებით წაიკითხეთ რამდენიმე მომენტი:

1. წიგნში ყველაფერი პერსონაჟების გაცნობით იწყება! ჭაღარათმიანი მესიე მარკიზი, რომელიც ნიღაბს ატარებს; ორი რუსი, რომლებმაც ამერიკელ მილიონერს უძვირფასესი წითელი ლალის ქვები მიჰყიდეს. მილიონერი კინაღამ მოკლეს გზად დამნაშავეებმა, რომელთა შეშინება მან რევოლვერით მოახერხა. ამერიკელი მილიონერი, რომელმაც თავისი ქალიშვილისთვის უძვირფასესი ლალის ქვები შეიძინა და მისი ერთგული მდივანი, ყოფილი მაიორი ნაიტონი.

2. რუფუს ვან ოლდინმა ძვირფასი ქვები საკუთარ ქალიშვილს, რუთს აჩუქა და სთხოვა, გაშორებოდა თავის უსაქმურ, ალფონს ქმარს, რომელიც სხვა ქალს ხვდება და რუთთან მხოლოდ მისი ფულის და მემკვიდრეობის გამოა.

3. დერეკს (ასე ჰქვია რუთის ქმარს) რა თქმა უნდა არ სურს განქორწინება. თავის მხრივ, რუთსაც სხვა უყვარს - გრაფი, რომელსაც წლების წინ, მამის თხოვნით დაშორდა. ერთი სიტყვით, ჩახლართული სიტუაციაა.

4. დერეკის საყვარელი, მირეი დერეკს ეუბნება, რომ თუ მისი ცოლი მოკვდება, მთელი ქონება მას დარჩება. დერეკი სიცილით პასუხობს, რომ რუთი ხარივით ჯანმრთელია, რაზეც მირეი ამბობს, რომ უბედური შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული.

5. მილიონერი თავის დამხმარეს, მაიორ ნაიტონს აგზავნის სიძესთან, რომ განქორწინებაზე დაითანხმოს. ნაიტონმა თავისი უფროსის ყველა საქმე იცის.

6. მალე, რუთი პარიზში მდიდრული ლურჯი მატარებლით მიემგზავრება და სწორედ აქედან იწყება მთავარი ამბავი: - ვიღაც რუთ კეტერინგს საკუთარ კუპეში გაგუდავს და მის ძვირფასეულობას, ლალის ყელსაბამის - „ცეცხლოვანი გულის“ ჩათვლით, მოიპარავს.

7. რაღა თქმა უნდა, იმავე მატარებელით ცნობილი დეტექტივი, ერკიულ პუაროც მგზავრობს. ის ზღვაზე დასასვენებლად მიემგზავრება, მაგრამ გადაწყვეტს პოლიციას დაეხმაროს.

8. კეტრინი, რომელმაც რუთი მატარებელში მისი მკვლელობის წინა საღამოს გაიცნო ამბობს, რომ დაინახა როგორ გამოვიდა მამაკაცი რუთის კუპედან. პოლიცია ეჭვობს, რომ რუთი შეყვარებულმა, კომტ დე ლა როშმა მოკლა და ლალიც მან მოიპარა, მაგრამ პუარო გრაფს დამნაშავედ არ თვლის.

9. ნივთმტკიცება მხოლოდ ერთია, მკვლელს თავისი პორტსიგარა დაუვარდა, ასო K-თი. მატარებელში იმყოფებოდა რუთის ქმარი, დერეკი და მისი გაუმაძღარი საყვარელი - მირეი. ექსპრესში ყველა დარწმუნებულია, რომ მკვლელი დერეკ კეტერინგია.

10. პუარო ფიქრობს, რომ მკვლელობა და ძვირფასეულობის ქურდობა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან, რადგან დანაშაულში ცნობილი ძვირფასეულობის ქურდი მესიე „მარკიზიც“ მონაწილეობს.

11. გაუმაძღარი მირელი, რომელიც მატარებელში იმყოფებოდა დერეკთან, რომელთანაც რომანი ჰქონდა, მაგრამ ახლა უარყოფილია და შურისძიება სურს მასზე, ეუბნება პუაროს, რომ მან დაინახა, როგორ გამოდიოდა დერეკი რუთის კუპედან დაახლოებით იმ დროს, როცა უნდა მომხდარიყო მკვლელობა.

 <div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/Sp8C-lJwfdcOMg/" data-palettepq="Sp8C-lJwfdcOMg"><span style="display: none;">myquiz</span></div>

გაინტერესებთ, რამდენად გამართლდება თქვენი ინტუიცია? უფრო მეტ დეტალს და პასუხებს კითხვებზე, აგათა კრისტის წიგნში - „ლურჯი მატარებლის საიდუმლოება“ იპოვით, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა.

აგათა კრისტის „ლურჯი მატარებლის საიდუმლოება“ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც „ბიბლუსის“ ფილიალებში, ასევე ონლაინ. საიტზე www.palitral.ge