ავტორი:

"ბოლო ნახევარი წელი ბორჯომის ხეობაში ვარ... ცილნაწამებმა, დაღლილმა და ზურგში დანაჩარტყმულმა აქ ვიპოვე სავანე" - რას წერს ლუკა კურტანიძე?

"ბოლო ნახევარი წელი ბორჯომის ხეობაში ვარ... ცილნაწამებმა, დაღლილმა და ზურგში დანაჩარტყმულმა აქ ვიპოვე სავანე" - რას წერს ლუკა კურტანიძე?

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო თვეები ბორჯომში, მონასტერში იმყოფება.

ამბობს, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ სწორედ იქ იპოვა სავანე. როგორც ცნობილია, გასულ წელს კურტანუძე ცოლს გაშორდა, რაც მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

წყვილმა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იქორწინა. როგორც კურტანიძეს, ისე მიქაცაძეს - პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავდათ შვილები.

"ეს პატარა ბიჭი აფხაზეთში ერთი მიზანდასახული მეოცნებე ადამიანია, რომელმაც ტიტანური შრომის, თავგანწირვის და სამშობლო საქართველოსთვის აი, ამ გამარჯვების ჟესტში შეკრა ერთიანი საქართველო! აფხაზეთი საქართველოა!! როგორ?! მე აფხაზი ქართველი ვარ ადათი და წესით იქ დავიბადე იქ გავიზარდე და მთელი ნახევარი საუკუნე მთელი მსოფლიო ქართული დროშის ქვეშ ფეხზე დავაყენე! რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი?! მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის წარმომადგენელი ერთად.... ოლიმპიურ თამაშებზე კი 200 ქვეყანა უყურებდა ფეხზე დამდგარი ქართული დროშის გამარჯვებას! დიახ! უფლის დიდებით შევძელი ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონობა ასევე ექვსჯერ! ასამდე სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონობა!

აი იმ პატარამ, აფხაზეთში დაბადებულმა, ქართულ აფხაზური ადათი და წესით გაზრდილმა, დიახ! ეს შევძელი! აი ასე ერთ მუშტად შევკარი მთელი ერთიანი ძლიერი საქართველო! ამ ტექსტს ვწერ ახლა არა იმიტომ რომ ვინმეს შევახსენო რომ მე ლუკა ელდარი ნოდარის ძე კურტანიძე ვარ. არა! უბრალოდ ბორჯომის ხეობაში ვარ ეს ბოლო ნახევარი წელი... ზუსტად 38 წელია ეს კუთხე მამზადებდა მსოფლიო მწვერვალების დასაპყრობად და პირველად მთელი ნახევარი საუკუნის შემდეგ ზუსტად დღეს 31 იანვარს მუხლმოყრილი მადლობა მინდა შევწირო წმინდა გიორგის სადგრის მონასტერში, უფალს მამაღმერთს და იმ ანგელოზს, რომელსაც 1985 წელს აქ სადგრის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შევთხოვე დიდი ოცნება...

აი იმ პატარა ბიჭმა, რომელსაც გამზრდელი მამიდას ხელი ახვევია... მსოფლიო ჩემპიონობა! ზუსტად 17 წლის შემდეგ ახდა ეს ოცნებით შეთხოვილი ნატვრა. პირველად თეირანში 2002 წელს, შემდეგ ნუ- იორკში 2003 წელს... შემდეგ ბულგარეთში 2017 წელს, შემდეგ მაკედონიაში 2018 წელს, თბილისში 2019 წელს და 2021 წელს საბერძნეთი. მადლობა ამ საქართველოს ამ საოცარ კუთხეს სამცხე ჯავახეთის ულამაზეს მთებს ტყეს მდელოს, რაც მთავარია აქ მაცხოვრებელ ხალხს.... მადლობა თითოეული გამარჯვებისთვის...

მილიონი მადლობა ვერ გადაწონის იმ მადლს, რაც ამ კუთხემ მომცა... ეს მთელი ისტორიაა რომელსაც აქ ვერ დავტევ. მადლობა შენ წმინდაო ზეციურო ანგელოზო, რომელმაც შეისმინე ერთი აფხაზი ქართველი ბიჭის ოცნება და ის აქციე არამარტო მსოფლიო ჩემპიონად, არამედ მიეცი მთელი სამყარო, რომელსაც სამშობლოსადმი უშრეტი სიყვარული ჰქვია! მადლობა! ეს დრო ეს თვეები აქ ვიპოვე სავანე ცილნაწამებმა, დაღლილმა. სულით დასერილმა... ზურგში დანა ჩარტყმულმა... ისევ აქ იმ ანგელოზებს მივებარე რომ, ისევ აღვსდგე და ისევ სამშობლო საქართველოსთვის ვიბრძოლო! სად?! ყველგან სადაც საქართველოს დიდება იქნება, სადაც სამშობლო საქართველოსთვის თავგანწირვა იქნება საჭირო!! ბოლო ამუსუნთქვამდის უფლის სიყვარულით სამშობლო საქართველოსთვის! ამინ.... მადლობა ჩემო ულამაზესო სამცხე ჯავახეთის ულამაზეო კარო ბორჯომის ხეობავ, უფლისა და ანგელოზთა სავანევ... მადლობა შენ იმედისთვის" - წერს კურტანიძე.

ნახეთ ასევე: