ავტორი:

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება.

ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.