ავტორი:

ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური მისიის ცნობით, ეს ჯილდო ლომჯარიას მნიშვნელოვანი როლისთვის გადაეცემა, რომელიც მან „ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა“.

„დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას”, - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.