ავტორი:

რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?

რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობა - როდის დაიდო და როდემდე აქვს მოქმედების ვადა?

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის 21 თებერვლის მიმართვაში ფედერალური კრებისადმი, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავის მოახლოებას, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ ფაქტების დამახინჯება, სრული ტყუილი ჭარბობდა...

თუმცა პუტინმა მაინც გააკეთა "სვლა მხედრით“ და ამერიკელების ყველაზე მტკივნეულ თემას - სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის მექანიზმს დაარტყა, როდესაც გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის“ ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსები СНВ-III -ად მოიხსენიებენ, ხოლო ამერიკელები კი - New START -ად.

  • ეს ხელშეკრულება ორ ბირთვულ სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2010 წლის 8 აპრილს გაფორმდა პრაღაში და მას ხელი აშშ-ისა და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, მაშინ პრეზიდენტმა ობამამ კრემლთან დაიწყო ე. წ. გადატვირთვის პოლიტიკა, რითაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირა, რადგან ორიოდე წლით ადრე საქართველოში შემოჭრა და მისი ორი რეგიონის ოკუპირება კრემლს შერჩა, რადგან თეთრ სახლში ჩათვალეს, რომ რუსული ბირთვული სარაკეტო საფრთხის შემცირება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში ბევრად მეტად ჯდებოდა, ვიდრე ერთი პატარა საქართველოს შემდგომი ბედი რუსი ოკუპანტების ხელში...

და 13 წლის შემდეგ პუტინი იმავე კარტის გათამაშებას აპირებს - ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გამო რუსეთი აჩერებს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე შედეგების გათვალისწინებით...

  • ასეთს რას წარმოადგენს აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ეს "ბირთვული ხელშეკრულება“, რის გამოც თეთრ სახლში შეიძლება სერიოზულად ჩაფიქრდნენ, გააგრძელონ თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარება?

1972 წლიდან მოყოლებული, ეს მეშვიდე ხელშეკრულება გახლდათ, რომელიც ამერიკული და საბჭოთა/რუსული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების პარიტეტს განსაზღვრავდა და ამით არეგულირებდა ბირთვულ დაპირისპირებას ამ ორ სახელმწიფოს შორის, რადგან ურთიერთინსპექციებს ითვალსიწინებდა სტრატეგიულ ობიექტებზე, რაც თითქმის გამორიცხავდა აღურიცხავი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ფარულად, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას. გააგრძელეთ კითხვა