ავტორი:

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია" - რას წერს ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის ისტორიაზე?

კლუბის "მტკვარზე" დამფუძნებელი ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის უმძიმეს ისტორიას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიგო. როგორც მარტამ აღნიშნა, მასზე სექსუალური ძალადობა 16 წლის ასაკში სცადეს. მან მოძალადის სახელიც გაამხილა - მისი ინფორმაციით, ის პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძეა...

ქეთა გაბიანი წერს, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ ხმა არავინ ამოიღო და დამნაშავის დასასჯელად არაფერი მოიმოქმედეს, რაც არასწორია.

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, რომელიც მართა ბარამიძემ გამოიარა. 1 კვირაა, ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ. ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია, რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ კლუბების, ფესტივალების და მთლიანად ელექტრონული მუსიკის არსი ზრუნვა, გაზიარება და უსაფრთხოებაა. ამაზე დგას ეს კულტურა და ჩვენს შორის არიან თურმე ადამიანები, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და ამაზე ხმას არ ვიღებთ. მართა stay strong! ბოდიში, რომ ყველა ერთხმად არ ვკივით შენს დასაცავად" - წერს ქეთა გაბიანი.

მარტა ბარამიძეს საზოგადოება "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" კარგად იცნობს. ახალგაზრდა კულინარსა და მსახიობს საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ამის შესახებ მან ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" გასულ კვირას ისაუბრა. ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან სწორედ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მცდელობა აღმოჩნდა:

"16 წლის ასაკში ვმუშაობდი სამ სამსახურში, ერთ-ერთი სამსახური (ფოტოგრაფობა) რომ მორჩა, მინდოდა თბილისში წამოსვლა და მონასტრების ნახვა. წამოვედი ერთ ადამიანთან ერთად. ჩვენ 4 თვე ერთად ვმუშაობდით. მას დაელაპარაკა ჩემი მეზობელი, მან უთხრა, რომ დედაჩემი იყო, ასევე გზიდან დაელაპარაკა დედა ეკატერინე - ეს ყველაფერი უსაფრთხოების გამო.

გზაში მან მითხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავრჩენილიყავით მამიდამისთან. მივედით არაყიშვილის ჩიხში არსებულ ბინაში. როდესაც დაძინების დრო მოვიდა, ერთ საძინებელში მე შევედი, მეორეში - ის. მომაკითხა ცოტა ხანში საძინებელში და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა. მე გავუწვდინე თითი და... დღემდე მაქვს შრამი, რომელიც ამ ჭრილობიდან შემომრჩა.

ჰქონდა ძალადობის მცდელობა. უნდოდა ჩემი გაუპატიურება. ჩემგან უარის მიღების შემდეგ ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სასაფლაოზე, გადმომიყვანა და გამიმეორა ისევ, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, დამტოვებდა სასაფლაოზე. უარის მიღების შემდეგ დამტოვა და წავიდა. ცოტა ხანში მობრუნდა რადიკალურად სხვა ადამიანი. ვიფიქრე, რომ მანამდე რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ წამიყვანა კვლავ სახლში, სადაც დამტოვა და წავიდა. ჩამკეტა შიგნიდან. ზეწრები გადავაბი ერთმანეთს, დავამაგრე აივნის მოაჯირს და მესამე სართულიდან ჩავძვერი მეორე სართულზე, მოკლედ ასე წამოვედი. არ მინდა ვინმეს კიდევ ჰქონდეს მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვამბობ ამ ადამიანის სახელს და გვარს - ეს არის ბიკო ბირბიჩაძე. ეს ისეთი რამეა, ამის შემდეგ შეიძლება დაცვა დამჭირდეს" - ამბობს მარტა.

ნახეთ ასევე: