ავტორი:

"გადავარჩინოთ მიშა" - სანდრა რულოვსის მორიგი მხარდაჭერა სოციალურ ქსელში: რა ფოტოს აქვეყნებს ყოფილი პირველი ლედი?

"გადავარჩინოთ მიშა" - სანდრა რულოვსის მორიგი მხარდაჭერა სოციალურ ქსელში: რა ფოტოს აქვეყნებს ყოფილი პირველი ლედი?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ბოლო დღეებია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ მან საზოგადოებას სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

ამჯერად მან "ფეისბუქზე" "ქავერის" ფოტოდ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "გადავარჩინოთ მიშა". ფოტო წლების წინ არის გადაღებული. მასზე სანდრა და მიხეილი შვილთან, ნიკოლოზთან ერთად არიან აღბეჭდილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მკურნალობს.

ნახეთ ასევე: