ავტორი:

როგორი იქნებოდა მაკდონალდსის კამპანია სხვადასხვა ეპოქაში

როგორი იქნებოდა მაკდონალდსის კამპანია სხვადასხვა ეპოქაში

ალბათ უკვე ნახეთ ტელევიზორში, ინტერნეტსა და ქუჩების ბილბორდებზე ცნობილი ადამიანების ხანმოკლე ვიდეოები „მაკდონალდსის“ განახლებული ლოგოთი და წარბების ორჯერ აწევის ჟესტით - ეს ახალი საერთაშორისო კამპანიაა, რომლის მონაწილე თქვენც შეიძლება გახდეთ. ამიერიდან, მაკში წასვლის სიმბოლო აწეული წარბებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მეგობარს ორჯერ აუწევთ წარბებს, მას რესტორანში ეპატიჟებით.

ყველასთვის საყვარელი „მაკდონალდსი“ 1940 წელს, ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა დააარსეს და პირველი რესტორანი, კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში გახსნეს. საქართველოში კი „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა.

„მაკდონალდსის“ ახალი კამპანია განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე გინახავთ: ყველასთვის კარგად ნაცნობი ბურგერების ნაცვლად ახლა აქცენტი აწეულ წარბებზეა. წარბების აწევის კამპანიას ბევრი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.

მოდი ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ეს მხიარული კამპანია სხვადასხვა ეპოქის პოსტერებზე და რომელი გამოჩენილი ადამიანები მიიღებდნენ მასში მონაწილეობას.

XV საუკუნე

ჯოკონდა (ორივე წარბი აწეული აქვს, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ...)

XVI საუკუნე

ელისაბედ I (წარბები რომ ჰქონდეს, ისიც აუცილებლად აწევდა...)

XIX საუკუნე

ალბერტ აინშტაინს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა მხიარული მიმიკის სახეზე მორგება.

1920-40-იანი წლები

ახლა ჩარლი ჩაპლინის ფილმების სერია წარმოიდგინეთ...

ფრიდა კალო ალბათ 24/7-ზე მაკში იქნებოდა...

1950-60-იანი წლები

მერლინ მონრო - მერე რა, რომ წარბები წვრილია?

1990-იანი წლები

მაკოლეი კალკინს ქურდებისთვის წარბები რომ აეწია, ფილმის სცენარი „მაკდონალდსში“ განვითარდებოდა.

უკომენტაროდ...

2000-იანები

ლეონარდო დიკაპრიო აწეული წარბებით - დაივიწყეთ უმადობა!

2010-იანი წლები

განა „საზიზღარ მე-ს“ არ უყვარს ჭამა?

ახლა

ასეთია გიორგი ჯანელიძე, როცა მაკი შია.

- გინდა მაკი? - წარბები აწიე!

ავტორი: თეა ინასარიძე