ავტორი:

როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - რას აცხადებს კალაძე

როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - რას აცხადებს კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური "გოცირიძე" შესაძლოა, მომავალ კვირას გაიხსნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პროექტი რამდენიმე დღეში შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება, რის შემდეგაც მეტროსადგური გაიხსნება.

"ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზი, რომელიც ფაქტობრივად, გამოსწორებულია, რამდენიმე დღეში უკვე შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება და გაიხსნება", - განაცხადა კალაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად რა პერიოდზეა საუბარი, თბილისის მერმა უპასუხა: "ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის".