ავტორი:

"ანა ნაცვლიშვილმა დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე, ხომ არ დამირღვევია კანონი?" - რას წერს თამარ ჩიბურდანიძე?

"ანა ნაცვლიშვილმა დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე, ხომ არ დამირღვევია კანონი?" - რას წერს თამარ ჩიბურდანიძე?

"ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე ანა ნაცვლიშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა მას დარბაზში წყალი იმის გამო შემასხა, რომ რეპორტაჟს წერდა.

"ლელოს" ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპორტაჟს ვწერდი ჩემი ტელეფონით. მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე. ხომ არ დამირღვევია კანონი?" - წერს ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ხმაურის ფონზე განიხილება, დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

იქამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამომსვლელს ხელს შეუშლიდა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი მას კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდნენ, ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს ბრძანების აღსრულება და დეპუტატების გარეთ გაყვანა მოსთხოვა, რის შედეგადაც სამნიძეს და ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ნახეთ ასევე: