ავტორი:

"ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია " - კალაძე

"ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია " - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს.

მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული კანონები აქვთ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციონერების დამოკიდებულება გაუგებარია.

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ოპოზიციონერების დამოკიდებულება და პანიკა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. არავინ საუბრობს კანონის შინაარსზე, თუ რატომ არის ის პრობლემა. არანაირი კონკრეტიკა არ არის, ერთადერთი, ცდილობენ ამ კანონს შლეიფი მოახვიონ, თითქოს, ის რუსულია. წარდგენილია ორი კანონპროექტი. ერთი ზუსტი ანალოგია იმისა, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად ნათარგმნი და გადმოტანილია. მე არ მგონია, რომ ამერიკაში რუსული კანონპროექტები აქვთ. ამერიკაში თუ რუსულ კანონპროექტებს იღებენ, ეს ჩემთვის სიახლეა.

ჩემი დამოკიდებულებით, ეს ამერიკული ვარიანტი, საკმაოდ ხისტი და მძიმეა. ასევე, არის მეორე, ქართული კანონპროექტი, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთი, რასაც მოითხოვს, გამჭვირვალობაა. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, სხვა არაფერი. აბსოლუტურად არ მესმის, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. გარდა ამისა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, შესაბამისად, მათ დასკვნებს დაველოდებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნახეთ ასევე: