ავტორი:

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც ცნობილია, იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა.

სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.