ავტორი:

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა ძალა, რომელიც ღიად დაუპირისპირდებოდა დასავლეთს... ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებას და ნატვრას" - დავით გამყრელიძე

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა ძალა, რომელიც ღიად დაუპირისპირდებოდა დასავლეთს...  ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებას და ნატვრას" - დავით გამყრელიძე

პარლამენტთან საზოგადოების სპონტანური შეკრება დაიწყო, მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" გადათქვა საკუთარი განცხადება, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვას პარლამენტში 9 მარტს დაიწყებდა და მოულოდნელად 7 მარტის საღამოს დაგეგმა განხილვა. ეს იმით ახსნეს, რომ "თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო. ე.წ. აგენტების კანონპროექტების დღეს განხილვის ინიციატივით ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა. მისი თქმით, დღესვე თუ ვერ დასრულდება პროცესი, ხუთშაბათს გაგრძელდება.

აქციაზეა "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკიდან წასული დავით გამყრელიძე მან კომენტარი მისცა "ტვ პირველს".

"ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ და ვიხსენებდით, რომ 33 წელია, რაც რუსთაველზე გასაპროტესტებლად გამოვდივართ, 1989 წლის 9 აპრილიდან, როცა გამოვედი, რათა დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა და მისი ევროპული არჩევანი, 33 წლის შემდეგაც ისევ ეს არის საბრძოლველი, თუმცა, ვეღარ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლებაში, პარლამენტის უმრავლესობაში მოვიდოდა ძალა, რომელიც ღიად დაუპირისპირდებოდა დასავლეთს, ამერიკას, ევროპას, ამდენი საუკუნის მისწრაფებას და ნატვრას ქართველი ხალხის. არ მაინტერესებს და არ შევდივარ იმის განხილვაში, ეს რა კანონია, საიდან არის გადმოღებული და ა.შ. როდესაც ყველა, ვისაც კარზე ვუკაკუნებთ და ვთხოვთ, მიგვიღონ თავის რიგებში, გვეუბნება, - არ მიიღოთ, ეს კანონიო, ძალიან მარტივი გზავნილია, რომ უარი უნდა თქვა ამაზე, გადადო ის ყურით მოთრეული არგუმენტი, რომ თითქოს გამჭვირვალეობისთვის აკეთებ..." - განაცხადა დავით გამყრელიძემ.