ავტორი:

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს

ამ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო. ე.წ. რობოკოპებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოყენეს. პროტესტანტთა ნაწილმა ქაშვეთს შეაფარა თავი.

პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში რუსთაველის მიმდინარე ტერიტორიიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! ხალხი ეკლესიაში აფარებს თავს, რომ არ გაიგუდონ. მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!"

ამ ეტაპზე რუსთაველზე სიტუაცია დაძაბული რჩება. თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს იმყოფებიან, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მომიტინგეებისგან უკვე გაათავისუფლა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩა. ახლა ცდილობენ რუსთაველის გამზირის გაწმენდას აქციის მონაწილეებისგან. ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.