ავტორი:

"საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!" - ზაზა ფაჩულია

"საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!" - ზაზა ფაჩულია

"საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს...“ - წერს სოციალურ ქსელში კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად.

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს დღეს უამრავი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ შარიქაძე, თორნიკე შენგელია და სხვები.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი ე.წ. რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს.

იხილეთ ასევე: