ავტორი:

"25 დაკავებულიდან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება" - რას აცხადებს სახალხო დამცველი

"25 დაკავებულიდან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება" - რას აცხადებს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინდელი აქციისას დაკავებულთაგან, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან მოთავსებულები, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს.

ამის შესახებ მან მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება, აქ 25 დაკავებულია მოთავსებული. მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც მოვინახულე. მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. რა დაზიანებებიც მე ვნახე, მათგან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, ექიმებმა უნდა დაწერონ.

ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება. ვის სცემა ჩემთვის არ უთქვამს. დაკავების დროს, იმ ადამიანებისგან მოხვდა ხელკეტი, ვინც დააკავა და ამის გამო აქვს ეს დაზიანება თავზე. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროცესში ხელკეტი მოხვდა იმ სპეცდანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან, ვინც ის დააკავა. დაიწყო გამოძიება. ამის შესახებაც არის ზურა საქმის კურსში“, - განაცხადა იოსელიანმა.