ავტორი:

"ეს კანონი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაის და ყაველაშვილის "თხა და გიგოს“ გზამ" - ანა დოლიძე

"ეს კანონი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაის და ყაველაშვილის "თხა და გიგოს“ გზამ" - ანა დოლიძე

ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 100 წლის წინ რომ ძალაში ყოფილიყო, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი აგენტები იქნებოდნენ - შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიას და ყაველაშვილი - "თხა და გიგოს“ გზამ, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია "ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია.“

"ეს კანონი ძალაში რომ ყოფილიყო ასი წლის წინ, ეს ორი კაცი, რომლის ძეგლი დგას ჩვენს მარცხნივ - ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ორივე იქნებოდა აგენტი, რადგან მათ ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. შეუძლებელია, ჩვენ აკაკის, ილიას, გია ყანჩელს, ანიტა რაჭველიშვილს, ყველა ქართველს, რომელსაც მიღებული აქვს უცხოეთის სტიპენდია, რომელიც იყო კოსმოპოლიტი, არის და ამავე დროს, არის ქართველი, დავაძახებინოთ აგენტი. შეუძლებელია, სულხან-საბას გზას აჯობოს დაჩი ბერაიას და ყაველაშვილის "თხა და გიგოს“ გზამ - ეს შეუძლებელია, გვახსოვდეს. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. არავის ეს არ გამოსვლია და არავის გამოუვა, საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია, იცოდეთ,“- განაცხადა დოლიძემ.