ავტორი:

პროტესტანტები სანაპიროდან კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ - პარლამენტთან კვლავ შეკრებილ ხალხს სპეცრაზმელები ისევ ცრემლსადენი აირის კაფსულებს ესვრიან

პროტესტანტები სანაპიროდან  კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ - პარლამენტთან კვლავ შეკრებილ ხალხს სპეცრაზმელები ისევ ცრემლსადენი აირის კაფსულებს ესვრიან

აქციის მონაწილეების ნაწილი სანაპიროდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მომიტინგეები მანამდე გმირთა მოედანზე შეჩერდნენ, რის გამოც მცირე ხნით მოძრაობა შეიზღუდა.

მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საცხოვრებელი კორპუსებიდან და მანქანებიდან ტაშს უკრავენ და ასიგნალებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საქართველო", "გამოდით", "არა რუსულ კანონს".

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, თუმცა პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტებს აპროტესტებენ. ხელიუფლებამ კვლავ მათი დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტები საკამოდ მშვიდად იქცეოდნენ. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, თუმცა ახალგაზრდების ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება.