ავტორი:

მძიმე კადრები თურქეთიდან, სადაც ახლა წყალდიდობას ებრძვიან - არის მსხვერპლი (ფოტო, ვიდეო)

მძიმე კადრები თურქეთიდან, სადაც ახლა წყალდიდობას ებრძვიან - არის მსხვერპლი (ფოტო, ვიდეო)

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთში ახლა წყალდიდობას ებრძვიან. სტიქია ადიამანისა და შანლიურფას პროვინციებში მძვინვარებს. 14 მარტს, ღამე დაწყებული ძლიერი წვიმის გამო დატბორილია სახლები, საავადმყოფოები და მაღაზიები. წყალდიდობის დროს სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაიკარგა.

<iframe width="721" height="405" src="https://www.youtube.com/embed/WC2ZgyBTgHw" title="Şanlıurfa&#39;yı sel vurdu: Caddeler göle döndü, otomobiller sürüklendi" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

გარდაცვლილთაგან ერთი ადიამანის პროვინციაში იპოვეს, დანარჩენი ოთხი კი, ქალაქ შანლიურფას ცენტრში ემსხვერპლა წყალდიდობას. კატასტროფის გამო ტრანსპორტი შეფერხდა ათათურქის მთავარ ბულვარზე, სხვა ქუჩებსა და გამზირებზე.

ძლიერმა წვიმამ დატბორა შანლიურფა ეიიუბიეს კვლევითი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაც, ამიტომ პაციენტები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხშაბათს, წვიმის გამო შანლიურფაში სკოლებში სწავლა გაუქმდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD), პოლიციის, ჟანდარმერიის და მუნიციპალიტეტის გუნდები კვლავ აგრძელებენ იმ ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუაციას, სადაც წყალდიდობის საშიშროებაა.

<iframe width="721" height="405" src="https://www.youtube.com/embed/jW9DvTavWlw" title="Şanlıurfa&#39;da Sel Sularına Kapılarak Sürüklendi! O Anlar Kamerada" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო: dailysabah

მოამზადა: ანა სიბოშვილმა