ავტორი:

"კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება..." - პარლამენტარი ბექა ოდიშარია თანაგუნდელ დავით კაჭარავას მიმართავს

"კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება..."  - პარლამენტარი ბექა ოდიშარია თანაგუნდელ დავით კაჭარავას მიმართავს

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, პარლამენტარი ბექა ოდიშარია თანაგუნდელის, დავით კაჭარავას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს:

"კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება, როგორც კი დარწმუნდება ჩვენს გულწრფელობაში და სიმართლეში და ვისაც დიდი ხანია გულიც, სულიც და ნამუსიც გაყიდული და გადაგვარებული აქვს, მაგათი დამტირებლის ოხერი და მამაძაღლი".

შეგახსენებთ, გუშინ კაჭარავამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ წერდა.