ავტორი:

"ძალიან ემოციურად ვარ ახლა... ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა" - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქთან შეხვედრაზე

"ძალიან ემოციურად ვარ ახლა... ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა" - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქთან შეხვედრაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დალოცა. ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე არის დღეს, იმიტომ, რომ უწმინდესს შევხვდი და ძალიან დიდი მადლი არის. ძალიან ემოციურად ვარ ახლა, იმიტომ, რომ ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის [შესაძლებლობა]. მით უმეტეს, საიუბილეო თარიღებია უწმინდესისთვის და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ მიგვიღო. ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს.

უწმინდესს მინდა ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა, ბედნიერება. მეორედ შევხვდი, პირველად სწორედ აქ [საპატრიარქოში] მომეცა შეხვედრის უფლება, მაგრამ ასე ახლოს არ მომიწია მისვლა. დღეს როცა მას ხელზე ვემთხვიე ჩემთვის, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე იყო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის." - განაცხდა ხვიჩამ საპატრიარქოს ტელევიზიასთან.

ასევე იხილეთ: