ავტორი:

გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)

გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავის, გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქმე ეხება 2016 წელს თხილამურებით სრიალის დროს მომხდარ ინციდენტს.

პელტროუს 76 წლის ტერი ანდერსონი უჩივის და ამბობს, რომ სრიალის დროს გვინეტი მას შეეჯახა და ფიზიკური ზიანი მიაყენა. მამაკაცი მსახიობისგან ფულად კომპენსაციას, 300 000 დოლარს ითხოვს. ვარსკვლავი ყოველივეს უარყოფს და პირიქით, მამაკაცს ადანაშაულებს შეჯახებაში.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყრო არა საქმის შინაარსმა, არამედ პელტროუს ჩაცმულობამ, სტილმა, რომლითაც ის სასამართლო დარბაზში მიდის ხოლმე.

სასამართლო პროცესით დაინტერესებული ადამიანები ფიქრობენ, რომ მსახიობი სამოსს ერთგვარ "დარწმუნების ინსტრუმენტად" იყენებს. მათი შეფასებით, პელტროუმ ფრთხილად გაავლო ხაზი მდიდრულ, თუმცა გარემოების შესაბამისად შერჩეულ სამოსს შორის.

ვარსკვლავების სტილისტმა, ბრედ გორესკიმ დაწერა, რომ ის "შეპყრობილია" გვინეტის სასამართლოს სტილით.

კვლევაც კი ჩატარდა იმის დასადგენად, თუ ვისკენ არის საზოგადოება ამ სასამართლო დავის დროს. გამოკითხული მაცხოვრებლების უმეტესობა პელტროუსკენ იხრება, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მსახიობის სტრატეგიამ, "იცოდე შენი აუდიტორია", გაამართლა.

ბრალმდებელ ტერი სანდერსონის თქმით, შეჯახების დროს გვინეტის ყვირილი იმ ქალისას წააგავდა, რომელსაც კინგ-კონგი მისდევს. ის აღნიშნავს, რომ ცნობილ ადამიანთან დაპირისპირება რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ მომხდარზე "ვიღაცამ პასუხი აგოს".

გვინეტ პელტროუს სათხილამურო ინციდენტის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო კვირის ბოლოს მიიღებს.

სასამართლო დავის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად

მოამზადა ანა სიბოშვილმა