ავტორი:

"ხალხს ისეთ ტანისამოსს ვთავაზობ, რასაც მეც სიამოვნებით ჩავიცვამდი" - ევროპული ბრენდები ბიუჯეტურ ფასად: მათთვის, ვინც ონლაინ ვაჭრობას ანიჭებს უპირატესობას

"ხალხს ისეთ ტანისამოსს ვთავაზობ, რასაც მეც სიამოვნებით ჩავიცვამდი" - ევროპული ბრენდები ბიუჯეტურ ფასად: მათთვის, ვინც ონლაინ ვაჭრობას ანიჭებს უპირატესობას

ბოლო წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საგრძნობლად გაიზარდა ელექტრონული კომერციის ბაზარი. ადამიანები სასურველი ტანისამოსისა თუ ნებისმიერი საჭირო ნივთის შესაძენად, მაღაზიებში სიარულის ნაცვლად, სმარტფონების საშუალებით, ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერას ანიჭებენ უპირატესობას და თვლიან, რომ ონლაინ ვაჭრობის სამყარო არჩევანის მრავალფეროვნებას სთავაზობს მათ. მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო ჩამოუვარდება, მეტიც, ის ერთ-ერთი მოწინავე ყვეყანაა ონლაინ გამოწერების კუთხით.

პოპულარული სერვისის, ინტერნეტ მაღაზიის შექმნას, საქართველოს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის გახლავთ პალიტრა მედიას/ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი, მარიკო კეკელიძე, რომელიც 11 წელია აჭარის რეგიონიდან მთავარ ამბებს უყვება საზოგადოებას. თვლის, რომ მისთვის ბათუმში ონლაინ მაღაზიის შექმნა, სასიამოვნოსთან ერთად, საპასუხოსმგებლო გამოწვევაა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და სჯერა, რომ თავისი ონლაინ მაღაზიის მიერ შეთავაზებული შვედური ბრენდის "NA-KD" ულამაზესი და გემოვნებიანი ტანისამოსი, დღითიდღე უფრო და უფრო სასურველი გახდება მომხმარებლებისათვის:

"მიუხედავად აღნიშნული მიმართულებით კონკურენტუნარიანი გარემოსი, მიმაჩნია, რომ მთავარია სწორად იცოდე რისი შეთავაზება გსურს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უპირველესი ამოცანაა, იმას, რასაც ჩემს ონლაინ მაღაზიაში შეიძენს ადამიანი, იყოს ხარისხიანი, გემოვნებიანი და ბიუჯეტური.

ადამიანს, რომელიც ონლაინ ყიდვების სარგებლობის საშუალებით ცდილობს დაზოგოს დრო, ფული და ძალისხმევა, მას არ უნდა გაუცრუვდეს იმედი და არ უნდა დაწეროს სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე "რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა" . მიმაჩნია, რომ მომხმარებლის ნდობას გაფრთხილება სჭირდება, მას სწორედ ის ნივთი უნდა მიუვიდეს სახლში, რაც შეუკვეთა" - აღნიშნა მარიკო კეკელიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მალე, თავისი ონლაინ მაღაზია სხვავასხვა ცნობილ ბრენდებს შეთავაზებს საზოგადოებას, როგორიცაა: ზარა, მანგო სტარდივარიუსი და სხვა:

"მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა ვართ აღნიშნულ ბაზარზე, უკვე არაერთი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ. ვფიქრობ, იმის გარდა რომ მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, მოდურ ტანისამოსს ვთავაზობთ მათ, აღნიშნულის მიზეზი არის გარემოება, რომ ხარისხიან ტანსაცმელს, ვთავაზობთ ბიუჯეტურ ფასად. ჩვენი მაღაზიის მისამართია, ბათუმი, ქათამაძის 40 ნომერი, თუმცა შეგვიძლია სრულიად საქართველოს და ევროპის მასშტაბითაც შეგვიკვეთონ მათთვის სასურველი ტანისამოსი, რასაც ფოსტის საშუალებით მივაწვდით.

ქართველი მომხმარებელი ძალიან გემოვნებიანია, მათ სურთ განსხვავებული და მოდური სამოსი ატარონ, აქედან გამომდინარე, სწორედ ისეთ ტანისამოსს ვთავაზობ მათ, რასაც მეც დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი. მოგეხსენებათ, ჟურნალისტიკა ძალიან შრომატევადი პროფესიაა, მეუბნებოდნენ კიდევაც რომ სათანადო დროს ვერ დავუთმობდი ახალ წამოწყებას. თუმცა, რაც გულით გჯერა და გწამს, ის ყოველთვის იმაზე კარგად გამოდის, ვიდრე შესაძლოა წარმოიდგინო.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ერთგული მომხმარებლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. თანამედროვე ეპოქაში ხომ ონლაინ შოპინგი ძალიან კარგი პრაქტიკაა, ხარ სახლში, ირჩევ შენთვის სასურველ ტანსაცმელს ევროპული ბრენდების ოფიციალურ საიტზე, რომელიც სახლიდან გაუსველად, ფოსტის საშუალებით მოდის იქ, სადაც იმყოფები. აქვე, დავსძენ, ვაპირებთ დისტრიბუცია გავუწიოთ მაღაზიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეებს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ მისაღებ ფასად მოვამარაგებთ მათ სხვადასხვა ბრენდის ტანისამოსით"- აღნიშნა ჟურნალისტმა მარიკო კეკელიძემ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და თვალი ადევნეთ ახალ კოლექციებს, პერიოდულად ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს სხვადასხვა ევროპულ ბრენდს შევთავაზებთ. ამასთან, ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელებს კი საბითუმო ფასად მივაწვდით. თბილისსა და რეგიონებში პროდუქციას ფოსტით ვაგზავნით, ტელეფონის ნომერი: 598003129.