ავტორი:

ჯამლეტ ხუხაშვილი დღეს დაკრძალეს

ჯამლეტ ხუხაშვილი დღეს დაკრძალეს

ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი დღეს დაკრძალეს. ჯამლეტ ხუხაშვილის სამოქალაქო პანაშვილი სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.

კომენტატორს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014).