ავტორი:

ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

გასულ ღამით, ცხინვალში მოკლეს სოფელ დმენისის მცხოვრები, 38 წლის სოსლან ვალიევი. მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევია, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საგანგებო შეხვედრა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

"სამწუხარო რამ მოხდა, თუ სიუკაევი დამნაშავეა, უნდა დააკავონ, თუ საკმარისი ხალხი არ იქნება სახელმწიფო გვარდიის სამსახური და ომონიც დაგვეხმარება“, - განაცხადა გაგლოევმა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით მივიდა "სამხრეთ ოსეთის" ორი მცხოვრები.

წყარო