ავტორი:

მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 4-სართულიანი პარკინგის შენობა ჩამოინგრა. შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ პარკინგის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია არაერთი ავტომანქანა.