ავტორი:

დღეს მზის ჰიბრიდული დაბნელება იქნება - სად შეძლებთ მზის დაბნელების იშვიათი სახეობის ნახვას

დღეს მზის ჰიბრიდული დაბნელება იქნება - სად შეძლებთ მზის დაბნელების იშვიათი სახეობის ნახვას

დღეს. 20 აპრილს მზის ჰიბრიდული დაბნელებაა. ეს არის მზის დაბნელების ყველაზე იშვიათი სახეობა.

ჰიბრიდულს უწოდებენ იმიტომ, რომ როგორც მეცნიერები განმარტავენ, სრული და წრიული დაბნელების ერთობლიობა იქნება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჰიბრიდული დაბნელება არის მზის დაბნელების ტიპი, რომელიც ქმნის წრიულ, ან მთლიან მზის დაბნელებას, იმის მიხედვით, თუ სად დგახართ მთვარესთან მიმართებაში.

21-ე საუკუნეში სულ შვიდი ასეთი დაბნელება იყო. NASA-ს ინფორმაციით, მზის დაბნელება გაგრძელდება 3 საათი 19 წუთი 40 წამი.

დაბნელების დანახვა შესაძლებელი იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში და ანტარქტიდაზე. მზის დაბნელება თბილისის დროით, საღამოს 05:34 სთ-ზე დაიწყება და 10:59 სთ-ზე დასრულდება.

დაბნელების ნახვას შეძლებთ მოცემულ ლაივსტრიმზე:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/S2U3a1xXv8k" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>