ავტორი:

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა - საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება: როდის გამოიდარებს? - უახლოესი დღეების პროგნოზი

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა - საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება: როდის გამოიდარებს? - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში 25 აპრილის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კონკრეტულად, 23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.