ავტორი:

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩებზე დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და მოხდა ვაქცინაცია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდებათ, მათ აცრა ჩაუტარდათ. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

წაიკითხეთ ასევე: