ავტორი:

შვედეთი "ევროვიზიის" გამარჯვებულია - ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკურსზე და როგორ გადანაწილდა საქართველოდან ჟიურის ქულები

შვედეთი "ევროვიზიის" გამარჯვებულია - ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკურსზე და როგორ გადანაწილდა საქართველოდან ჟიურის ქულები

ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი, "ევროვიზია 2023" დასრულდა და გამარჯვებული შვედეთი გახდა.

წელს შვედეთს კონკურსზე Loreen-ი წარადგენდა სიმღერით Tattoo. კონკურსის დასაწყისიდანვე ის ფავორიტებს შორის სახელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მან ეს კონკურსი უკვე მეორედ მოიგო. პირველად - 2012 წელს. ლორენი "ევროვიზიის" ისტორიაში მეორეა, რომელმაც მისი მოგება ორჯერ შეძლო. მანამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ირლანდიელ ჯონი ლოგანს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ შვედეთი უკვე მეშვიდედ გახდა ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა,

"ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი არ მეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა", - თქვა გამარჯვებულმა.

გამარჯვების მომენტი:

კონკურსის შედეგები ასეთია - პირველი ადგილი შვედეთი, მეორე ფინეთი, მესამე ადგილზე ისრაელი გავიდა, მეოთხეზე იტალია, ხოლო მეხუთეზე ნორვეგია. წელს კონკურსის ბოლოადგილოსანი გერმანია გახდა.

საინტერესოა, თუ როგორ გადანაწილდა საქართველოდან ჟიურის ქულები. საქართველოდან ჟიურიმ 1 ქულა ფინეთს დაუწერა, 2 ავსტრალიას, 3 კვიპროსს, 4 ქულა შვედეთს, 5 ესტონეთს, 6 ლიეტუვას, 7 ისრაელს, 8 იტალიას, 10 სომხეთს, ხოლო 12 ბელგიას.

საქართველოდან ჟიურის მიერ გადანაწილებული ქულების გრაფა:

საზოგადოების ნაწილისთვის ქულების ამგვარი განაწილება მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში მათ ბევრი აკრიტიკებს, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ უკრაინამ ჩვენი ქვეყნის ჟიურისგან ერთი ქულაც ვერ მიიღო. რაც შეეხება მაყურებლის მხარდაჭერას - საქართველოდან 12 ქულა სომხეთმა მიიღო, ხოლო10 ქულა უკრაინამ.

ცნობისთვის, საქართველოს წარმომადგენელი ბოლოს "ევროვიზიის" ფინალურ ეტაპზე 2016 წელს გავიდა, როცა ქვეყანას ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolotaz წარადგენდა.