ავტორი:

"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის

"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის

ზეინეფ ესმერაი ოზადიქტი გახლავთ ტრანსგენდერი ქალი, მსახიობი და პოლიტიკოსი, რომელიც კენჭს იყრის თურქეთის პარლამენტში მოსახვედრად.

იგი წარდგენილია "თურქეთის მუშათა პარტიის" მიერ სტამბოლის მე-2 ოლქში და გადაწყვეტილი აქვს ებრძოლოს დისკრიმინაციას და პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქვეყნის ლგბტ თემი დგას.

"თურქეთში ტრანსგენდერი ქალი უკვე პოლიტიკური აქტია", - ამბობს ესმერი, რაშიც გულისხმობს თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ანტიგეი რიტორიკას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მისი კონკურენტი არჩევნებში, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ხშირად ესხმის თავს ლგბტ ადამიანებს.

"მათ უნდათ, რომ თურქეთში კაცები დაქორწინდნენ კაცებზე და ქალები დაქორწინდნენ ქალებზე, მაგრამ უკვე მრავალი წელია, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი გატეხვა, რადგან ჩვენ გვაქვს ძლიერი ოჯახური ტრადიციები“, - თქვა მან 2 მაისს სტამბოლში გამართულ აქციაზე.

თავად პრეზიდენტი ერდოღანი გამოსვლებისას ხშირად აკრიტიკებს ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერებს გარყვნილებს უწოდებს.

ესმერაი, რომელიც წარსულში ხშირად განიცდიდა ჰომოფობიურ თავდასხმებს, ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ანტიგეი რიტორიკის ამჟამინდელი მატება განაპირობა საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგმა, რაც ხელისუფლებას სასოწარკვეთაში აგდებს.

"თავიდან მათ სურდათ კონსერვატიული ამომრჩევლების ხმების მოპოვება რელიგიურ გრძნობებზე თამაშით, მაგრამ ჰომოფობიას და ტრანსფობიას არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან“, - ამბობს ესმერაი.

ამავდროულად, ტრანგენდერი ქალი შიშობს, რომ ამ მანკიერმა რიტორიკამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი თავდასხმები თურქეთის ლგბტ თემზე.

"ტრანსგენდერ ქალებს კვლავ უმიზეზოდ აკავებენ, თუნდაც საყიდლებზე წავიდნენ, აჯარიმებენ დრეს კოდის დარღვევის მოტივით და აბრალებენ "თურქული ოჯახური ღირებულებების შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი მორალური კოდექსის დარღვევისას“...

ესმერაი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განიცდიდა, ეთნიკურ და გენდერულ დისკრიმინაციას - ერთი მხრივ, როგორც ქურთი ქალი, მეორე მხრივ კი, როგორც ტრანსგენდერი ქალი. მას ხშირად აკავებდნენ და თავს ესხმოდნენ. მას შემდეგ კი, რაც თეატრალურ საქმიანობას შეუდგა და ლგბტ მოძრაობის აქტივისტი გახდა, პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა.

ის ჯერ კიდევ 2013 წელს შეუერთდა პროქურთულ სახალხო დემოკრატიულ პარტიას (HDP), მაგრამ არჩევნებში კენჭს იყრის "თურქეთის მუშათა პარტიიდან".

არჩევის შემთხვევაში, ესმერაის აქვს პრიორიტეტების სია, რომელთა განხილვასაც აპირებს პარლამენტში. მათ შორისაა სამუშაო ადგილების შექმნა ლგბტ თემის წევრებისთვის და თავშესაფრით უზრუნველყოფა ტრანსგენდერი ქალებისთვის, რომლებიც ადრე სექსინდუსტრიაში მუშაობდნენ.

თურქეთში ცნება გეი არ არის აკრძალული, მაგრამ კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ მათი არსებობა, ისევე როგორც ლგბტ თემის მხარდაჭერა და დაცვა, ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტრადიციად ქცეული გეი აღლუმები, სტამბოლში 2015 წელს აიკრძალა. ქალაქის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "სტამბული პრაიდის“ ჩატარება საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევს.

"ფაქტობრივად, საზოგადოებას ჩვენთან, ლგბტ თემთან თუ ტრანს ქალებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, - ამბობს ესმერაი, - ასე რომ იყოს, ქუჩაშიც კი ვერ გამოვიდოდით. ​​პრობლემები იმათ აქვთ, ვინც ჩვენს შორის დგას. ესენი არიან ის თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, - საზოგადოება არ არის მზად ლგბტ ადამიანების მისაღებადო... მაგრამ რეალურად, მე უკვე საზოგადოების ნაწილი ვარ, რის მიღებაც მათ არ სურთ და ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ..." წყარო

იხილეთ ასევე: