ავტორი:

რობერტ დე ნირო თუ ალ პაჩინო - ვინ უფრო სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში? - "დიდი დაპირისპირება" და გამოკითხვა, რომელშიც 300 000 - მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

რობერტ დე ნირო თუ ალ პაჩინო -  ვინ უფრო სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში? - "დიდი დაპირისპირება" და გამოკითხვა, რომელშიც 300 000 - მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

Twitter-ის გამოკითხვამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ორად გაყო. დაპირისპირების დაწყების მიზეზად კი იქცა კითხვა - ვინ უფრო მიმზიდველი იყო ახალგაზრდობაში, ალ პაჩინო თუ რობერტ დე ნირო.

At a wedding and having a big debate rn. Please vote. Who was hotter?
— Ashley Reese (@offbeatorbit) May 14, 2023

"ახლა ქორწილში ვარ და დიდი დებატები გვაქვს. გთხოვთ, ხმა მისცეთ", - წერია "ტვიტში", რომელიც ეშლი რიზმა დადო. ხმის მიცემა გუშინ შეწყდა და მასში 280 000-მდე მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოო შედეგებით კი, ამ დრომდე, 25 მილიონი ადამიანი დაინტერესდა.

"ამ გამოკითხვის შედეგები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე მეტჯერ "დავარეფრეშე", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ალ პაჩინოსთვის ხმის მიცემის შემდეგ უნდა ვატარო სტიკერი წარწერით: "მე ხმა მივეცი",- ხუმრობს მეორე მომხმარებელი, დანარჩენები კი ორი ლეგენდარული მსახიობის სხვადასხვა ფოტოებს და ვიდეოებს დებდნენ კომენტარებში, რათა თავიანთი არჩევანის ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინათ დანარჩენები.

გამოკითხვის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ, "ტვიტის" ავტორმა შეწყვიტა ხმის მიცემა. 277,372 ხმა ორ მსახიობს შორის ზუსტად შუაზე გაიყო და მათ ხმების 50-50% ხვდათ წილად. მას შემდეგ, გამოკითხვამ სოციალური მედიის სხვა პლატფორმებამდეც მიაღწია. Tiktok-სა და Reddit-ზეც, Twitter-ის მსგავსად, ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს შორის თანაბრად გაიყო ხმები.

მიუხედავად იმისა, რომ "ჭეშმარიტება" კვლავ დაუდგენელია, თავად გამოკითხვის ავტორი ალ პაჩინოს მხარესაა: "არ გინახავთ Dog Day Afternoon"???, კითხულობდა ეშლი რიზი კომენტარებში.

Pacino is folk, De Niro is punk. This argument will last forever pic.twitter.com/Hj7LdNKM1e
— Sam Donovan (@imamsamm) May 14, 2023

თქვენ ვის მისცემდით ხმას?

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა