ავტორი:

მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

სტარტაპებისა და ინვესტორების სამაგიდე წიგნი ბრედ ფელდსა და ჯეისონ მენდელსონის ავტორობით შექმნილი Venture Deals ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიცირებით და დაფინანსებით, წიგნი ითარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის” მიერ დაიბეჭდა. წიგნის წარდგენა გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე გაიმართება.

წიგნი მოგვითხრობს თუ რა არის სარისკო კაპიტალი და როგორ უნდა დაიდოს გარიგებები მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის, როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა, რა სირთულეებია სტარტაპებისა და მეწარმეობის ირგვლივ დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში.

ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი არიან ადრეული ეტაპის ინვესტორები და სარისკო კაპიტალის ფონდის Foundry Group-ის დამფუძნებლები. ორივე მათგანს აქვს დიდი გამოცდილება სარისკო კაპიტალთან მიმართებით, ეს გამოცდილება მათ ხელმისაწვდომი აღნიშნული წიგნით გახადეს.წიგნი მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სტარტაპებისთვის, ინვესტირებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის. ეს საიმედო რესურსი ოსტატურად ასახავს სარისკო კაპიტალის არსებით ელემენტებს. ის გვაძლევს დაბალანსებულ ხედვას, გარიგების მიღწევის სტრატეგიებს, გვიჩვენებს პერსპექტივებს პროცესის სხვადასხვა მონაწილის მხრიდან და განიხილავს, თუ როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა.Venture Deals ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ რეკომენდაცია BTU-მ პარტნიორებმა MIT-ის Martin Trust Center-დან მიიღო. Martin Trust Center არის ინოვაციური ქსელი MIT-ში, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ სტარტაპებს, სასწავლო კურსებს, ინვესტორებს, აქსელერატორს და ა.შ. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, Venture Deals ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ვენჩურული ფონდების და მათთან გარიგებების შესახებ.

ეს BTU-ს ინიცირებით, ქართულ ენაზე გამოცემული მეოთხე წიგნია, რომელიც ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

R