ავტორი:

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ბავშვს ელოდება - ორსული ანი ფხაკაძე მამის გრანდიოზულ იუბილეზე გამოჩნდა: რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი "ინფლუენსერი"?

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ბავშვს ელოდება - ორსული ანი ფხაკაძე მამის გრანდიოზულ იუბილეზე გამოჩნდა: რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი "ინფლუენსერი"?

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველ შვილს ელოდება. ცნობილმა "ინფლუენსერმა" ორსულობის ფოტო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ანი წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს და სწავლობს. გარდა იმისა, რომ ანი უკვე საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველია.

მილიონერის ქალიშვილმა ამურ დე სედლერზე გასული წლის სექტემბერში იქორწინა. წყვილი წლები იყვნენ შეყვარებულები და ხშირად მოგზაურობდნენ.

დაოჯახების შემდეგ ანი მეუღლის გვარზე გადავიდა და ახლა ინსტაგრამზე ანი სედლერია. სოციალურ ქსელში პოპულარულ ქართველს 44 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ერთი კვირის წინ, ბიზნესმენმა ლევან ფხაკაძემ 50 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში აღნიშნა, როგორც ფოტოებიდან გავარკვიეთ ანი მამის იუბილეს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

ანი ფხაკაძე მეუღლესთან ერთად

ლევან ფხაკაძე მეუღლესთან, შვილებთან და სიძესთან ერთად

წაიკითხეთ ასევე: