ავტორი:

"ომარს ორი შვილი დარჩა, ვანოს შეყვარებული ჰყავდა... მთელი სოფელი ტირის" - რას ჰყვებიან ავარიით გარდაცვლილ პოლიციელებზე თანასოფლელები?

"ომარს ორი შვილი დარჩა, ვანოს შეყვარებული ჰყავდა... მთელი სოფელი ტირის" - რას ჰყვებიან ავარიით გარდაცვლილ პოლიციელებზე თანასოფლელები?

ქარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელების ომარ ქარელისა და ვანო ბასანიძის ცხედრები უკვე თავიანთ სოფლებში მიასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს. შემთხვევის შედეგად პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. დამნაშავე მძღოლი "გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა.

  • ორივე დაღუპული პოლიციელი წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და ისინი იმ საბედისწერო დღეს გორი-ქარელის მონაკვეთზე, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ოპერატიულად დააკავეს ძალოვანებმა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია შს სამინისტრომაც უკვე გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორივე გარდაცვლილი პოლიციელი გორის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ, ვანო ბასანიძე სოფელ მეღვრეკისიდან იყო, ხოლო ომარ ქარელი - ტყვიავიდან. როგორც შევიტყვეთ, ომარ ქარელი წლებია, რაც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ორი შვილის მამაა, ტყვიავში ცხოვრობს მისი ოჯახი და მთელი სოფელი გლოვობს მის გარდაცვალებას.

"ძალიან კარგი ბიჭია დაღუპული. ორი შვილის მამა. ომარი ტყვიავში დაიბადა და გაიზარდა, წლებია მსახურობს პოლიციაში და დღეს ეს მძიმე ამბავი გავიგეთ. თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: